saqarTvelos mwvervalebi - janTugani
ჯანთუგანი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3991 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. პირამიდისებურია. მწვერვალთან ახლოს მდებარეობს ჯანთუგანის უღელტეხილი. ჯანთუგანის სამხრეთით აღმართულია ამავე სახელწოდების პლატო.